კონტაქტები

რეფლექსია
სტაჟირების  ანგარიში
I.                    მასწავლებელი-თამარ ხუჭუა
(სსიპ. გ. რამიშვილის სახელობის თბილისის მე-20 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი)
ჩამტარებელი ორგანიზაცია- CERN  -ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია
ჩატარების ადგილი, დრო-      შვეიცარია,  (5.10-10.10. 2014წ)
თემატიკა-  ,, ინოვაციური მიდგომები და ახალი მეცნიერული აღმოჩენები ფიზიკაში”
   მიზანი და ამოცანები:
     მივიტანოთ თანამედროვე ფიზიკის  მიღწევები ახალგაზრდებამდე
     სკოლაშივე დავეხმაროთ უკეთ შეიცნონ სამყარო
     ავამაღლოთ ინტერესი  თანამედროვე ფიზიკის მიღწევების მიმართ
     აღმოვაჩინოთ ნიჭიერი ახალგაზრდები და დავეხმაროთ მათ სწორი არჩევანის გაკეთებაში (მომავალი მეცნიერები, ინჟინრები, ტექნიკოსები)
     გავუღრმავოთ მოტივაცია- ჩააბარონ ფიზიკის ფაკულტეტებზე, მოვამზადოთ ფიზიკოსების ახალი თაობა.
      
II.                  ინფორმაცია მიმღებ ორგანიზაციაზე
CERN- ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციაა. იგი მდებარეობს შვეიცარიისა  და საფრანგეთის საზღვარზე, ჟენევასთან ახლოს.
1954წ   12  ევროპული ქვეყანა შეთანხმდა  და  შექმნეს  იგი, საერთაშორისო ორგანიზაციის სტატუსით. ამჟამად 21 ქვეყანაა გაერთიანებული, ბიუჯეტი-მილიონი შვეიცარული ფრანკი.  მუშაობს 3000 ფიზიკოსი, მათ შორის 36 ქართველია.
CERN-ის მისია:
     ჩახედვა წარსულში-ცოდნის საზღვრების გაფართოება,( დიდი აფეთქების საიდუმლოებები-როგორი იყო სამყარო შექმნის პირველ მომენტში)
     ახალი ტექნოლოგიების განვითარება (ამაჩქარებლებისა და დეტექტორებისათვის)
     ტექნოლოგიები ინფორმატიკაში-WEB და GRID
     მედიცინა-დიაგნოსტიკა და  თერაპია
     თრენინგები- მომავალ მეცნიერთა და ინჟინერთათვის
     სხვადასხვა კულტურის და ქვეყნის ხალხთა გაერთიანება
2011წ-დან არსებობს პროგრამა ქართველი  ფიზიკის მასწავლებლებისათვის, მიხარია რომ გარკვეული კონკურსის შედეგად დავიმსახურე  და მოვხვდი ამ პროგრამაში
III. რეზიუმე
ჩემს მიერ განხორციელებული აქტივობები:
     ექსპერიმენტი.  ,, მოგზაურობა სივრცესა და დროში“- (1911წ  ჩატარებული  ექსპერიმენტის გამეორება.)
     მიწის ქვეშ 100 მ სიღრმეზე  ATLAS და GMS დეტექტორების  მუშაობის პრინციპი.მისი მართვის პუნქტის დათვალიერება, სადაც ხდება ყველა  ინფორმაციის მიღება, დამუშავება და კონტროლი.
     ექსკუსია  ,,გლობუსში“ ფილმი 3D- ში , სამყაროს წარმოშობის შესახებ
     ექსკურსია NASA და შვეიცარიის კვლევების ცენტრში, რატომ გვინდა ნაწილაკების ფიზიკა კოსმოსში. ვნახეთ ლაბორატორია სადაც მუდმივად , 24 სთ  აკვირდებიან კოსმოსური ხომალდების მოძრაობას. მაკეტი კოსმოსური ხომალდის და ფილმი. დავათვალიერეთ კოსმოსური კვლევების უსაფრთხოების ცენტრიც.
IV.ღონისძიების მნიშვნელობა:
    მომეცა საშუალება ადგილზე გავცნობოდი მსოფლიოში უდიდესი და უძვირესი ბირთვული კვლევების ცენტრის-CERN-ის ექსპერიმენტებისა და სამეცნიერო კვლევების ლაბორატორიებს.
    გავცნობოდი ქართველ ფიზიკოსებს, რომლებსაც უდიდესი წვლილი აქვთ მსოფლიო მნიშვნელობის აღმოჩენებში.
    კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მაღალტექნოლოგიური პროგრესის მიღწევა შეუძლებელია ფუნდამენტური მეცნიერების განვითარების გარეშე

 ეს იყო ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი  საინტერესო  და საჭირო ინფორმაციები, ცერნის  არსებობისა და დანიშნულების შესახებ,    დიდი სტიმული ჩემთვის,როგორც ფიზიკის მასწავლებლისთვის.  შეძენილ ცოდნასა ახალ  უნარებს აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკულ საქმიანობაში. მოვამზადე პრეზენტაცია  და   ახალი აღმოჩენების შესახებ  ინფორმაცია   მივაწოდე ჩემს კოლეგებს, შეძენილ ცოდნა და გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანი იყო ,როგორც მოსწავლეებისთვის, ისე  მასწავლებლებისთვისაც.

V .    იხ. დანართი :
დანართი 1.    ,,პრეზენტაცია  CERN“ (სლაიდ-შოუ     იხ.
დანართი2.     სერთიფიკატი
დანართი 3.     CERN-ის ფოტოები
        სტაჟირების დღიური
05.10 – 2014  წ
*  საინფორმაციო  შეხვედრა -  ცერნში  მომუშავე  ქართველ ფიზიკოსებთან   

06.10-2014
1.       Mick Storr—(ბერმინგენის უნივერსიტეტი)
ისაუბრა პროგრამის მიზანზე, რომ მთავარი სამიზნე მოსწავლეებია და ჩვენ --მასწავლებლებმა უნდა მოვახერხოთ და გავუღვივოთ ინტერესი მეცნიერებებისადმი ( ფიზიკა, უნჟინერია, კომპიუტერული საქმე...)
     მივიტანოთ თანამედროვე ფიზიკის მიღწევები ახალგაზრდებამდე.
     მოვიზიდოთ ის ახალგაზრდები, რომლებიც იმუშავებენ ამ მიმართულებით
2.ირაკლი მინაშვილი -  (Joint Inst. For Nuchear Research(RU)),ცერნში ATLAS-ის ექსპქრიმენტის ერთ-ერთი მონაწილე,..
,,საქართველოს ფიზიკის მასწავლებლების 2014 წლის პროგრამა-
გაცნობა ცერნთან’
* ისაუბრა თუ როგორ შეთანხმდა  1954 წელს  12 ევროპული ქვეყანა, შეექმათ საერთაშორისო ორგანიზაციის სტატუსით CERN-ბირთვული კვლევების ევროპული ოგანიზაცია. აქვს დამოუკიდებელი ბიუჯეტი ,წესდება და აშ. ამჟამად 21 ქვეყანაა გაერთიანებული გავეცანით ცერნის მისიას ( ინოვაციები, განათლება, კვლევები)
*ახალი ტექნოლოგიების განვითარებაზე:                                                                                                   - ამაჩქარებლები და დეტექტორები
-ტექნოლოგიები ინფორმატიკაში-Web და  GRID
-მედიცინა-დიაგნოსტიკა და თერაპია
*   გაგვაცნო ნაწილაკების  ფიზიკის მიზანი,  მთავარი ამოცანა
3. სოფო პატარაია      (Bergische Uiversitaet Wuppertal(DE))
გაგვაცნო ამაჩქარებლების ტიპები: წრფივი და წრიული, მომავალი პლაზმური ამაჩქარებლებისაა. ისაუბრა რეზონატორების შესახებ, მათში გამოყეებული მაგნიტების ტიპებზე
დღის მეორე ნახევარი დაეთმო ექსკურსიებს: ზეგამტარი მაგნიტების სატესტო ლაბორატორიაში, წრფივი ამაჩქარებლების მართვის პუნქტში, CMS კონტროლის ლაბორატორიაში და ა.შ



07.10. 2014
1. ირაკლი მინაშვილი ( JINR)
გაგვაცნო ელ. მაგნიტური და ადრონული კალორიმეტრების მუშაობის პრინციპი. გავეცანით პროტონულ-სინქროტონული ამაჩაქრებლების მუშაობის პრინციპს. არსებობს ცერნში 4 დეტექტორი ATLAS, CMS, ALISA, LMSH
2. გივი სეხნიანიძე (იტალია, ნეაპოლი) „ელემენტარული ნაწილაკების დეტექტირების პრინციპები და დეტექტორები“ თანამედროვე დეტექტორი შედგება 4 ძირითადი შრისაგან, I- სადაც ხდება ურთიერთქმედება და იბადება ახალი ნაწილაკი
II- შიდა დეტექტორი - აფიქსირებს დაბადებულ დამუხტული ნაწილაკის ტრეკებს.
III- ელექტრომაგნიტური კალორიმეტრი, სადაც ჩაიჭირება ელექტრონები
IV. - ადრონული კალორიმეტრი, მძიმე ნაწილაკი გამოდის და ტოვებს კვალს ბოლო შრეში, გარეთ აღწევენ მხოლოდ მიონები და ნეიტრონები. ისაუბრა დეტექტირების პრინციპების შესახებ. გაგვაცნო სილიკონური და გაზური დეტექტოირებოი.
3. Mick Storr      (CERN)
ჩავატარეთ ექსპერიმენტი-,, მოგზაურობა სივრცესა დროში“- 1911 წლის ჩატარებული ექსპერიმენტის გამეორება
4. ვატო ქართველიშვილი (მანჩესტერი, ინგლისი) „ნაწილაკების ფიზიკა“ ნაწ.1

2.ირაკლი მინაშვილი -  (Joint Inst. For Nuchear Research(RU)),ცერნში ATLAS-ის ექსპქრიმენტის ერთ-ერთი მონაწილე,..
,,საქართველოს ფიზიკის მასწავლებლების 2014 წლის პროგრამა-
გაცნობა ცერნთან’’

08.10.2014
1.  ATLAS-ის დეტექტორის მონახულება, მიწის ქვეშ 100 მეტრის სიღრმეზე, მისი მართვის პუნქტის დათვალიერება, სადაც ხდება ყველა ინფორმაციის მიღება, დამუშავება და კონტროლი.
2.ვირტუალური ფილმი ( 3D-ში) ATLAS-ში მიმდინარე პროცესების შესახებ.
3.  ალეკო მესტვირიშვილი- (აიოვის უნივერსიტეტი და ცერნი)
    ჰიქსის ბოზონის ძიება ადრონულ კოლაიდერზე. ისაუბრა ჰიქსის ნაწილაკის წარმოშიობის და  დაშლის პროცესების შესახებ.
    როგორ მუშაობს  CMS  დანადგარი
4. ვატო  ქართველიშვილი- ნაწილაკების ფიზიკა- გაგრძელება  2 ნაწილი
როგორ ხდება ფიზიკის ევოლუცია. პროტონის შემადგენელი ნაწილაკები, კვარკები, გლუონები, მათი  თვისებები

09.10.2014წ 
1. ვატო ქართველიშვილი
„ნაწილაკების ფიზიკა და კოსმოლოგია“
     ნაწილაკების სტანდარტული მოდელი
     კოსმოლოგიის სტადნდარტული მოდელი
     დიდი აფეთქებაპასუხგაუცემელი კითხვება: რატომ არის სამყაროი ასე დიდი და ბრტყელი, საიდან მოვიდა მატერია, როგორ მოხდა სტრუქტურების წარმოქმნა, რა არის ბნელი მატერია და აშ.
2.  ალეკო მესტვირიშვილი
 CMS -ის შემადგენელი ნაწილები და მუშაობის პრინციპები
ნაწილები და მუშაობის პრინციპები
*ექსკურსია- CMS-ის დათვალირება მიწის ქვეშ 100 მეტრის სიღმრმეზე
*ექკურსია „გლობუსში“ ფილმი 3D-ში სამყაროს წარმოშობა
*მუზეუმის დათვალიერება - ATLAS-ის განვითარების საფეხურები, ფილმის ჩვენება
*ცერნის მშენებლობის ეტაპები
10.10.2014
ქეთი ქააძე FERMI NATIONAL  ACCELERATOR LAB. (US)
ნაწილაკების ფიზიკის გამოყენება მედიცინაში. 30 000 ამაჩაქარებლიდან  20000 გამოიყენება მედიცინაში. სამედიცინო ფიზიკის დასაწყისი როცა 1896 აღმოაჩინა ბუნებრივი რადიოაქტივობა, 1898 წელს რადიუმის აღმოჩენა, რომელიც მაშინვე გამოიყენება  ბრაჩითერაპიაში( რადიაციული ივთიერების მოთავსება კიბოს მიერ დაზიანებულ, ქსოვილთან ) 1895 წელს რენდგენის სხივების აღმოჩენა  და  პირველი ნობელის პრემია.  მაგნიტურ რეზონანსული გამოსხივება - ნობელის პრემია 1952 წელს ეს იყო ფელიქს ბლოხი ფიზიკოსი და ედვარდ პარსელი ფიზიკოსი
დაინერგა მედიცინაში კომპიუტერი და ნობელის პრემია 2003  წელს, პიტერ მანსფილდი- ფიზიკოსი და პოლ ლაუტერბერგი ქიმიკოსი. ნაწილაკთა ნაკადი კიბოს სამკუნალოდ: დამუხტულიჰადრონების ნაკადი კარგავს ენერგიას ნივთიერებაში. სამიზნე სიმსივნეა. ისაუბრა კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე. სიმსივნური მკურნალობის ორი სახე, მუსაობვის პრინციპი და განსხვავება რენდგენის სხივებთან, პროტონული თერაპიით მკურნალობა
2. კითხვა პასუხის „საღამო“ შეხვედრა ვატო ქართველიშვილთან, ირაკლი მინაშვილი, გივი სეხნიანიძე, მიკ სტორი და სხვები
ექსკურსია NASA და შვეიცარიის კვლევების ცენტრში, რატომ გვინდა ნაწილაკების ფიზიკა კოსმოსში. ვნახეთ ლაბორატორია სადაც მუდმოვად აკვირდებიან ხომალდების მოძრაობას. მაკეტი ოსმოსური ხომალდის და ფილმი. დავათვალიერეთ კოსმოსური კვლევების უსაფრთხოების ცენტრში

11.10.2014
1)  საფრანგეთი, ჟენევა
2) სერთიფიკატების პრეზენტაცია



                                                                                                                     
III. რეზიუმე
ჩემს მიერ განხორციელებული აქტივობები:
     ექსპერიმენტი.  ,, მოგზაურობა სივრცესა და დროში“- (1911წ  ჩატარებული  ექსპერიმენტის გამეორება.)
     მიწის ქვეშ 100 მ სიღრმეზე  ATLAS და GMS დეტექტორების  მუშაობის პრინციპი.მისი მართვის პუნქტის დათვალიერება, სადაც ხდება ყველა  ინფორმაციის მიღება, დამუშავება და კონტროლი.
     ექსკუსია  ,,გლობუსში“ ფილმი 3D- ში , სამყაროს წარმოშობის შესახებ
     ექსკურსია NASA და შვეიცარიის კვლევების ცენტრში, რატომ გვინდა ნაწილაკების ფიზიკა კოსმოსში. ვნახეთ ლაბორატორია სადაც მუდმივად , 24 სთ  აკვირდებიან კოსმოსური ხომალდების მოძრაობას. მაკეტი კოსმოსური ხომალდის და ფილმი. დავათვალიერეთ კოსმოსური კვლევების უსაფრთხოების ცენტრიც.
IV.ღონისძიების მნიშვნელობა:
    მომეცა საშუალება ადგილზე გავცნობოდი მსოფლიოში უდიდესი და უძვირესი ბირთვული კვლევების ცენტრის-CERN-ის ექსპერიმენტებისა და სამეცნიერო კვლევების ლაბორატორიებს.
    გავცნობოდი ქართველ ფიზიკოსებს, რომლებსაც უდიდესი წვლილი აქვთ მსოფლიო მნიშვნელობის აღმოჩენებში.
    კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მაღალტექნოლოგიური პროგრესის მიღწევა შეუძლებელია ფუნდამენტური მეცნიერების განვითარების გარეშე

 ეს იყო ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი  საინტერესო  და საჭირო ინფორმაციები, ცერნის  არსებობისა და დანიშნულების შესახებ,    დიდი სტიმული ჩემთვის,როგორც ფიზიკის მასწავლებლისთვის.  შეძენილ ცოდნასა ახალ  უნარებს აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკულ საქმიანობ

No comments:

Post a Comment