Wednesday, June 14, 2017

              რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა


გაკვეთილის თემიდან გამომდინარე,მიზნები გამჭოლ კომპეტენციებზე გახლდათ ორიენტირებული და  გეგმაშიც ,შესაბამისად, წარმოდგენილი აქტივობები ამ კომპეტენციების რეალიზებას ემსახურებოდა. რამაც საბოლოოდ დასახული მიზნისთვის მიმაღწევინა;გაკვეთილი დასახული გეგმის მიხედვით წარიმართა და მისგან გადახვევის აუცილებლობა არ წარმოშობილა, თუმცა ,,სათადარიგო” ორი აქტივობის შემცირება და გეგმის მოდიფიცირება დროულად შევძელი; პირველი ფაზის აქტივობები მოიცავდა მიზნებისა და  წინარე ცოდნის გააქტიურებას,ამისთვის ეფექტურ აქტივობად მივიჩნიე ვიდეო მასალის ჩვენება(უკვე ჩატარებული პროექტ-გაკვეთილიდან),მოსწავლეების მიერ მისმა მიმოხილვა-გახსენებამ ხელი შეუწყო  მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას,თვიდაჯერებულობას. მიმოხილვის პარალელურად მოსწავლეებმა შეავსეს 3,2,1 სქემა(ვიცი, გავიგე,მინდა ვიცოდე),რამაც გააქტიურა  და ,,ვეფხისტყაოსნის” მხატვრულ  სივრცეში გადაატანინა რიტმულ-მუსიკალური კომპეტენციები;თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო,რომ ,, მინდა ვიცოდეს”გრაფა სრულყოფილად ვერ შეივსო მითითებული დროის მონაკვეთში;მეორე ფაზის აქტივობები თითქმის სრულყოფილად წარიმართა,კლასმა აჩვენა სრული ჩართულობა,არ შენელებულა აქტიურობის მუხტი,ბოლომდე შენარჩუნდა მშვიდი, კეთილგანწყობილი გარემო,თუმცა ჩემი ხმის ტემბრს გადაჭარბებულად ემოციური ფონი გასდევდა,მომავალში შევეცდები ვაკონტროლო ხმა, დავაკვირდე მოძრაობას; პირადად მე გული დამწყდა ერთ-ერთი აქტივობის (,,განტოლების ამოხსნა”) შეკვეცის გამო,თუმცა ეს ზოგადად არ აისახა გაკვეთილის მიზნობრივად მიმდინარეობაზე;  რიტმულ-მუსიკალური ელემენტების ამოცნობა,შემოქმედებითობა,დამოუკიდებელი აზროვნება,ცოდნის ტრანსფერი,( დიაგრამის აგება დაბალ და მაღალ შაირზე)ხელოვნების სხვადასხვა დარგის(პოეზია,მუსიკა,ფერწერა) ინტეგრირება-ეს ის უნარებია,რომლებიც გაკვეთილზე მოსწავლეების  საუკეთესო მახასიათებლად შეიძლება ჩაითვალოს…  

გაკვეთილის ფოტომასალა



    



 

Sunday, June 4, 2017

სამტრედიის დენდროლოგიური პარკის ახალი სიცოცხლე


პროექტის სახელწოდება:
სამტრედიის დენდროლოგიური პარკის ახალი სიცოცხლე
პროექტის მთავარი იდეა:
ქალაქ სამტრედიის განაპირა ტყე-პარკის აღდგენა-განახლება,მისი გამოყენება სასწავლო მიზნით,უნიკალური ჯიშების დაცვა; ქალაქის მოსახლეობისათვის კულტურისა და დასვენების აქტიურ ადგილად ქცევა;  ტურისტულ მარშრუტად ქცევა;
პროექტის აქტუალობა:
  • პროექტი ხელს შეუწყობს:
    ქალაქის ეკოსივრცის გაჯანსაღებას;
  • მოსწავლეებში ქვეყნისთვის მზრუნველობისა და ურთიერთთანამშრომლობის, ასევე საკომუნიკაციო უნარების განვითარებას;

მუსიკა სიტყვაში


გაკვეთილის თემა
მ უ ს ი კ ა     ს ი ტ ყ ვ ა შ ი
(,,ვეფხისტყაოსნის“მიხედვით)
საგანი
საგნის მასწავლებელი
ქართული ენა და ლიტერატურა
მაია ლორია
სწავლების საფეხური
დაწყებითი,VI კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა
22;სსსმ  მოსწავლე არ არის