ყურადღებით გავეცანი ჩვენს სკოლაში მაია ლორიას მიერ განხორციელებულ კვლევას.მე,როგორც ფილოლოგს,მქონდა იმის შესაძლებლობა ეტაპობრივად გავცნობოდი კვლევის მასალებს და გამომეხატა უკუკავშირი.საბოლოოდ ,მისმა გაცნობამ დამარწმუნა,რომ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს ეხება წარმოდგენილი ნაშრომი.პირადად მე, კვლევიდან მიღებული გამოცდილება დამეხმარება ავამაღლო სასწავლო პროცესში მოსწავლეთა მოტივაცია და გავაძლიერო ინტერესი ქართულის სწავლისადმი,განსაკუთრებით კლასგარეშე აქტივობების გამოყენებით.
თემა საკმაოდ კარგია,პრობლემაც აქტუალური,წარმატებას გისურვებთ,მართლაც რომ ღირებული ნაშრომია.კლუბური მუშაობა და კლასგარეშე აქტივობები ხელს უწყობს მოტივაციის გაზრდას,თანამშრომლობა,სემიოტიკური კომპეტენციები განაპირობებს ინტერესს ქართულის და არა მხოლოდ ქართულის სწავლებისას.ასე რომ,შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ და ამავე დროს გავითვალისწინოთ კვლევის შედეგი პრაქტიკულ საქმიანობაში
ქალბატონო მაია! თქვენს მიერ განხორციელებულ კვლევაში ნათლად არის გამოკვეთილი დღევანდელი თაობის რეალური პრობლემები, რომელთა მოგვარებაც თითქოს შეუძლებელი ჩანს. თუმა კვლევაში ნათლად დავინახე ამ პრობლემის მოგვარების არაერთი აქტივობა, რომლებიც ვფიქრობ, რომ არა მხოლოდ ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების პროცესის სიღრმისეულად სწავლებას შეუწყობს ხელს, არამედ მოსწავლეების მიერ სხვა საგნების შესწავლის პროცესსაც უფრო მიმზიდველსა და სახალისოს გახდის. პირადად მე დავგეგმავ უფრო ხშირად მივმართო კლასგარეშე აქტივობებს მოწავლეების მოტივაციის ამაღლების მიზნით. გისურვებთ წარმატებებს.
ამ კვლევას, ალბათ,დამსახურებულად ვუწოდებდი "ჭკვიანი მასწავლებლის თავდაუზოგავი ნაშრომის თავმოყრას"... მართალია, პირველად არ მესმის ქალბატონ მაია ლორიას პედაგოგიური მოღვაწეობის და მიღწევების შესახებ, მაგრამ არ მეგონა, თუ შესაძლებელი იყო ამდენი მრავალფეროვანი კლასგარეშე აქტივობის განხორციელება სავალდებულო სასკოლო აქტივობების პარალელურად და, ამასთანავე, ამ კოლოსალური ნაღვაწის ასე გონივრულად და მიზანმიმართულად გამოყენება სხვა აქტივობისთვის(კერძოდ, კვლევისთვის). მართლაც, რომ მნიშვნელოვანი კვლევაა თავისი მიგნებებით და აღმოჩენებით. მე პირადად, გამიჩნდა სურვილი, რომ უფრო მეტ კლასგარეშე აქტივობებში ჩავრთო ჩემი მოსწავლეები მოტივაციის ამაღლების მიზნით.ძალზე მნიშვნელოვნად მეჩვენება საკვლევი თემა _ მოსწავლეთა ნაკლები ინტერესი ქაღთული ენისა და ლიტერატურის, როგორც "არაპრაგმატული" საგნისადმი, ვფიქრობ, ეს ყველა სახელმწიფო ენის მასწავლებლის საფიქრალი და სატკივარია. გულითადი მადლობა ქალბატონ მაიას საინტერესო იდეებისა და მიგნებებისთვის!
ყურადღებით გავეცანი ჩვენს სკოლაში მაია ლორიას მიერ განხორციელებულ კვლევას.მე,როგორც ფილოლოგს,მქონდა იმის შესაძლებლობა ეტაპობრივად გავცნობოდი კვლევის მასალებს და გამომეხატა უკუკავშირი.საბოლოოდ ,მისმა გაცნობამ დამარწმუნა,რომ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს ეხება წარმოდგენილი ნაშრომი.პირადად მე, კვლევიდან მიღებული გამოცდილება დამეხმარება ავამაღლო სასწავლო პროცესში მოსწავლეთა მოტივაცია და გავაძლიერო ინტერესი ქართულის სწავლისადმი,განსაკუთრებით კლასგარეშე აქტივობების გამოყენებით.
ReplyDeleteთემა საკმაოდ კარგია,პრობლემაც აქტუალური,წარმატებას გისურვებთ,მართლაც რომ ღირებული ნაშრომია.კლუბური მუშაობა და კლასგარეშე აქტივობები ხელს უწყობს მოტივაციის გაზრდას,თანამშრომლობა,სემიოტიკური კომპეტენციები განაპირობებს ინტერესს ქართულის და არა მხოლოდ ქართულის სწავლებისას.ასე რომ,შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ და ამავე დროს გავითვალისწინოთ კვლევის შედეგი პრაქტიკულ საქმიანობაში
ReplyDeleteქალბატონო მაია! თქვენს მიერ განხორციელებულ კვლევაში ნათლად არის გამოკვეთილი დღევანდელი თაობის რეალური პრობლემები, რომელთა მოგვარებაც თითქოს შეუძლებელი ჩანს. თუმა კვლევაში ნათლად დავინახე ამ პრობლემის მოგვარების არაერთი აქტივობა, რომლებიც ვფიქრობ, რომ არა მხოლოდ ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების პროცესის სიღრმისეულად სწავლებას შეუწყობს ხელს, არამედ მოსწავლეების მიერ სხვა საგნების შესწავლის პროცესსაც უფრო მიმზიდველსა და სახალისოს გახდის. პირადად მე დავგეგმავ უფრო ხშირად მივმართო კლასგარეშე აქტივობებს მოწავლეების მოტივაციის ამაღლების მიზნით. გისურვებთ წარმატებებს.
ReplyDeleteამ კვლევას, ალბათ,დამსახურებულად ვუწოდებდი "ჭკვიანი მასწავლებლის თავდაუზოგავი ნაშრომის თავმოყრას"... მართალია, პირველად არ მესმის ქალბატონ მაია ლორიას პედაგოგიური მოღვაწეობის და მიღწევების შესახებ, მაგრამ არ მეგონა, თუ შესაძლებელი იყო ამდენი მრავალფეროვანი კლასგარეშე აქტივობის განხორციელება სავალდებულო სასკოლო აქტივობების პარალელურად და, ამასთანავე, ამ კოლოსალური ნაღვაწის ასე გონივრულად და მიზანმიმართულად გამოყენება სხვა აქტივობისთვის(კერძოდ, კვლევისთვის). მართლაც, რომ მნიშვნელოვანი კვლევაა თავისი მიგნებებით და აღმოჩენებით. მე პირადად, გამიჩნდა სურვილი, რომ უფრო მეტ კლასგარეშე აქტივობებში ჩავრთო ჩემი მოსწავლეები მოტივაციის ამაღლების მიზნით.ძალზე მნიშვნელოვნად მეჩვენება საკვლევი თემა _ მოსწავლეთა ნაკლები ინტერესი ქაღთული ენისა და ლიტერატურის, როგორც "არაპრაგმატული" საგნისადმი, ვფიქრობ, ეს ყველა სახელმწიფო ენის მასწავლებლის საფიქრალი და სატკივარია. გულითადი მადლობა ქალბატონ მაიას საინტერესო იდეებისა და მიგნებებისთვის!
ReplyDelete