Sunday, June 4, 2017

მუსიკა სიტყვაში


გაკვეთილის თემა
მ უ ს ი კ ა     ს ი ტ ყ ვ ა შ ი
(,,ვეფხისტყაოსნის“მიხედვით)
საგანი
საგნის მასწავლებელი
ქართული ენა და ლიტერატურა
მაია ლორია
სწავლების საფეხური
დაწყებითი,VI კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა
22;სსსმ  მოსწავლე არ არის
გაკვეთილის მნიშვნელობა, აქტუალობა
  • გაკვეთილი იქნება ერთგვარი მამოტივირებელი ძველი,რთული ტექსტების იოლად წაკითხვა-აღქმისათვის
  • გაკვეთილი ხელს შეუწყობს მოსწავლეებს გამჭოლი კომპეტენციების  გაგება-დაუფლებაში.
  • ,,ვეფხისტყაოსნის“სტროფთა რიტმული ელემენტების ღრმა და მრავალფეროვანი აღქმის შესაძლებლობაში;
  • ხელოვნების დარგების(პოეზია,მუსიკა) სინქრონულად თანაარსებობის გააზრებაში და მათი ,,წაკითხვის”,ამოცნობის შესაძლო გზების,ხერხების ძიებასა და გამოყენებაში.ასევე ,,ვეფხისტყაოსნის“სხვა უნიკალური შესაძლებლობების დანახვაში;
  • საგანთაშორისი კავშირების დანახვასა და მიღებული ცოდნის ცხოვრებაში გამოყენების გააზრებაში.
  • მუსიკის - ნიშან-თვისებათათა  სისტემიდან სიტყვიერი(ან   ფერწერული) ხელოვნების ფორმებში გადატანის უნარ-ჩვევების გამომუშავებაში  და პირიქით,მხატვრული ტექსტების ,,ამღერებაში”,შემოქმედებითი უნარ-ჩვევების გაწაფვასა და დაუფლებაში.
გაკვეთილის მიზნები და ამოცანები
  • მოსწავლეები  მხატვრულად წაიკითხავენ “ვეფხისტყაოსნის”სტროფებს,წაკითხვისას გაითვალისწინებენ შაირის  რიტმულ ელემენტებს(საზომს,რითმას,რიტმს)
  • მოსწავლეები წარმოადგენენ კლასის პროექტს-,,ვეფხიტყაოსნის“კალიგრაფები-იმსჯელებენ მის მნიშვნელობაზე
  • მოსწავლეები მოისმენენ ,,ვეფხისტყაოსნის“ ტექსტზე შექმნილ მუსიკალურ ნაწარმოებებს,გამოხატავენ ემოციას,იმსჯელებენ შთაბეჭდილებებზე,გამოთქვამენ საკუთარ შეხედულებებს.
  • მუსიკალურ სასწავლებელში ჩატარებულ  პროექტ-გაკვეთილზე მიღებულ ინფორმაციას გამოიყენებენ მუსიკალური ნაწარმოების მოსმენის უნარ-ჩვევების განვითარებასა და გამომუშავებაში ,ამ ჩვევებს გამოიყენებენ დამოუკიდებლად  მოსმენისთვის(კულტურულ  მსმენელად ჩამოყალიბებისთვის ცხოვრებაში)
  • დამოუკიდებლად შექმნიან მხატვრულ-შემოქმედებით ნიმუშებს:ესეს,ნახატს,ჩანახატს,ლექსს.
  • ააგებენ “ვეფხისტყაოსნის”რიტმულ-გრაფიკულ დიაგრამას; ,,ვეფხისტყაოსნის“ ერთ-ერთი სტროფის მიხედვით შეადგენენ განტოლებას;
  • “ვეფხისტყაოსნის”მუსიკალურ-რიტმულ კომპეტენციებზე დაყრდნობით იმღერებენ სამ ხმაში
              ან იმპროვიზებულად                სხვადასხვა ჟანრში
საჭირო წინარე ცოდნა და უნარ- ჩვევები
  • ·       მოსწავლეებმა იციან მხატვრული კითხვისთვის აუცილებელი ხერხები და უნარ-ჩვევები;
  • ·       თვლიან სალექსო სტრიქონში მარცვლების რაოდენობას,მათ რიტმულ მონაცვლეობას;
  • ·       აკვირდებიან გარითმულ სიტყვებს და აღმოაჩენენ სიზუსტეს;
  • ·       შეუძლიათ გააკეთონ დასკვნა  და გამოხატონ დამოკიდებულება ,,ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციებისა და შესაბამისი ეპიზოდის ურთიერთმიმართების შესახებ;
  • ·       წერენ თხზულებას ასოციაციებზე (,,აფორიზმზე“, მოსმენილ მუსიკასა თუ ნანახ ფილმზე);
         ფლობენ მუსიკალური(კლასიკური) ნაწარმოების მოსმენის კულტურას;
გაკვეთილის მსვლელობა
I ფაზა(გამოწვევა)
I აქტივობა-მიზანი:წინარე ცოდნის გააქტიურება და გაკვეთილის მიზნების გარკვევა;
აღწერა:მასწავლებელი მთელ კლასს აჩვენებს ვიდეო მასალას(მუსიკალურ სასწავლებელში ჩატარებული პროექტ-გაკვეთილი) რეტროსპექტულად(გადახვევის რეჟიმით) ერთად გაიხსენებენ რა ნახეს,რა მოისმინეს,რა გაიგეს:შეავსებენ ცხრილს(3,2, 1):ვიცოდი,გავიგე,მინდა გავიგო)დრო 6 წთ(ინდივიდუალურად)
II აქტივობა; მიზანი: საშინაო დავალების შემოწმება;
აღწერა:მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს მათი სურვილის მიხედვით,დაწერილი ესეების პრეზენტაციას-4წთ
ვეფხისტყაოსნისII-ფაზა
IIIაქტივობა:მიზანი:,,ვეფხისტყაოსნის“ტექსტზე  შექმნილი მელოდიის მოსმენა(მოსმენილზე ასოციაციების ზეპირი გამოხატვა)მასწავლებელი-კლასი
აღწერა:მოსწავლეები მოისმენენ   ,,ვეფხისტყაოსნის ტექსტზე შექმნილ“ ნინო კრავეიშვილის სიმღერას გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას,ემოციას,შთაბეჭდილებას წინასწარ მიწოდებული კითხვების შესაბამისად;დრო-6 წთ
II  ფაზა -ცოდნის კონსტრუირება
IV აქტივობა-ინდივიდუალური სამუშაო,ტა
მიზანი:,,ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის საკუთარი კალიგრაფიული ნამუშევრის წარდგინება(ჩვენება-წაკითხვა)
აღწერა:ა)მოსწავლეები  ისაუბრებენ კალიგრაფიის პროექტ ,,ჩემი ვეფხისტყაოსნის“ ინიციატივისა დ მისი განხორციელების მნიშვნელობაზე:ბ)მხატვრული დეკლამატორული ხერხების გამოყენებით წაიკითხავენ სასურველ სტროფებს;(4 წთ)
V-აქტივობა შესწავლილი საგაკვეთილო მასალიდან(,,ვეფხიტყაოსნის“ფრაგმენტები ან აფორიზმები) მხატვრულად წაკითხვა,რიტმული ელემენტების გამოყოფა,ჩაწერა;დიაგრამის აგება;
აღწერა:  მოსწავლეები ტაშის დახმარებით გამოყოფენ 16-მარცვლიან შაირში რიტმულ ერთეულებს, რითმას,რიტმს;მაღალი და დაბალი შაირის კომბინაციებს რიცხვებითა და აპოსტროფებით დაწერენ დაფაზე(,,ი-ყო ა- რა -ბეთს  5:3-როს-ტე -ვან “მე-ფე ღვთი-სა-გან 5:3 სვი-ა-ნი...) ააგებენ მაღალი და დაბალი შაირის დიაგრამებს ;დრო 7წთ
აქტივობა VI-,,ვიმღერთ ლექსთა“(და არა მხოლოდ ვიმღერთ...)
(წყვილები,სამეულები,ინდივიდუალური)
მიზანი:შესწავლილი სტროფების ამღერება,იმპროვიზება,განტოლების ჩაწერა და ამოხსნა;
აღწერა:ა)მოსწავლეები სასურველ სტროფებს იმღერებენ სხვადასხვა სტილით,იმპროვიზებულად;ბ)ნადირობის ეპიზოდიდან ,,ორთავე ერთგან მოკლული...’’
ჩაწერენ განტოლებას-დრო 6 წთ.
III ფაზა-გამთლიანება,შეჯამება
VII აქტივობა მასწავლებელი-კლასი
მიზანი: ,,ვეფხისტყაოსნის“ ერთი უნიკალური ფრაზის  მუსიკალურ -მხატვრული ინტერპრეტაცია,ასოციაციების ჩაწერა პირველად მოსმენილზე
აღწერა:მასწავლებელი  კლასს მოასმენინებს სიმღერას,რომელიც შექმნილია ქართულ  მუსიკალურ ფოლკლორში გადასულ ერთ  ფრაზაზე ,,ვეფხისტყაოსნიდან“,რომელიც კიდევ ერტხელ ადასტურებს,ამ წიგნის მუსიკალური ფენომენი ამოუწურავია, მოსმენისას მოსწავლეები შექმნიან საკუთარი წარმოდგენებით ლექსს  ან ჩანახატს,ნახატს,ესეს,სათაურსაც თავად მოიფიქრებენ( დრო 8 წთ)
საშინაო დავალება:ა)დაწყებულის დასრულება...
                              ბ)ესე:რატომ უნდა       ვისწავლოთ ,,ვეფხისტყაოსანი?“
შეფასება
განმსაზღვრელი,განმავითარებელი,შეფასების რუბრიკები, ზეპირი უკუკავსირი;ურთიერშეფასების ბარათები(იხ.დანართი) (დრო 4 წ თ)
რესურსები
ვიდეომასალა,პროექტორი,გრაფიკული დიაგრამები,ისტი;ცარცი,დაფა ,კალიგრაფიის რვეული;slide


No comments:

Post a Comment